უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსულ თავდასხმას 137 უკრაინელი ემსხვერპლა. მისივე თქმით, საომარი მოქმედებების დროს 315 ადამიანი დაშავდა.
"ჩვენ დავკარგეთ 137 ჩვენი გმირი, ჩვენი მოქალაქე, აქედან 10 ოფიცერი. კიდევ 316 ადამიანი დაშავდა...კუნძულ ზმეინზე დაღუპულ მესაზღვრეებს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭებათ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
დღეს რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქის კუნძული ზმეინი აიღეს, რა დროსაც 13 უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა.
დღეს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.